პროექტი მათემატიკაში
1. პროექტის სახელწოდება: მათემატიკა ყოფა-ცხოვრებაში
2. პროექტის მთავარი იდეა: მათემატიკაში ნასწავლი მასალისგამოყენება
პრაქტიკული ამოცანების გადასაწყვეტად.
3.პროექტის აქტუალობა: მოსწავლეები ხშირად ვერ აკავშირებენ მათემა-

ტიკაში შესწავლილ თემებს პრაქტიკულ ამოცანებთან, რის გამოც
დაბალია მათი სწავლის მოტივაცია.
4. პროექტის მიზნები: მოსწავლეები დაინახავენ, რა კავშირი აქვს მათემატიკას ყოველდღიურ ცხოვრებასთან. პრაქტიკული ამოცანების გადასაწყვეტად გამოიყენებენ მათემატიკაში შესწავლილ თემებს, გაიზრდება მათი მოტივაცია საგნის შესწავლის მიმართ.
5. მონაწილეთა ასაკი: IX კლასი
6. ვადები / ხანგრძლივობა: 1 თვე
7. მოსალოდნელი შედეგები: მოსწავლეებმა შეძლეს მათემატიკაში მიღებული ცოდნის გამოყენება პრაქტიკული ამოცანის გადასაწყვეტად. მუშაობის შედეგები და შთაბეჭდილებები გაუზიარეს სხვა მოსწავლეებს. გაიზარდა მოტივაცია საგნის მიმართ.
8. პროექტისთვის საჭირო ძირითადი რესურსები: ქაღალდი, კალმები, მარკერები, ისტ-ი, სახაზავი, ტრანსპორტირი, ფოტოაპარატი,

საექსკურსიო თანხა (ტრანსპორტის, კვების, სასტუმროს ხარჯი).
9. პროექტის მსვლელობა: საექსკურსიო მარშუტის შესარჩევად მუშაობა დაიწყება ექსკურსიამდე 1 თვით ადრე. კლასი იყოფა 3 ჯგუფად, მიეცემათ დავალებები:
დავალება 1. (დავალების შესასრულებლად 10 დღე) თითოეულმა ჯგუფმა გამოკითხოს ჯგუფის წევრები და მათი მშობლები, თუ სად სურთ ექსკურსიის მოწყობა, შეაჯამონ გამოკითხვის შედეგები და წარმოადგინონ დიაგრამების საშუალებით.
დავალება 2. (დავალების შესასრულებლად 10 დღე) თითოეული ჯგუფის მიერ ყველაზე მეტი ხმით გამოვლენილი საექსკურსიო მარშუტისთვის ჯგუფებმა აწარმოონ ხარჯთაღრიცხვა (ტრანსპორტის, კვების, სასტუმროს ხარჯი). შედეგები განიხილონ კლასში და შეარჩიონ ერთი ყველაზე ოპტიმალური მარშრუტი. წარმოდგენილი ხარჯთაღრიცხვის მიხედვით თითოეულ მოსწავლეს დაეკისრება გარკვეული ხარჯი. ხარჯთაღრიცხვის შედეგები გაეცნობა მშობლებს.
ექსკურსიაზე წასვლის წინ კლასი იყოფა 2 ჯგუფად და ეძლევათ დავალება:
ჯგუფი 1. ექსკურსიის მსვლელობისას მოიძიონ სიმეტრიის მაგალითები

ბუნებაში, გადაიღონ სურათები, ექსკურსიის დასრულების შემდეგ მოამზადონ პრეზენტაცია სიმეტრიის ღერძების
მითითებით.
ჯგუფი 2. გაზომონ ექსკურსიაზე დასათვალიერებელი ისტორიული ძეგლების სიმაღლე, ამისათვის აღიჭურვონ საჭირო ინვენტარით. (ექსკურსია 2 დღე)
ექსკურსიის დასრულების შემდეგ თითოეულმა ჯგუფმა წარმოადგინოს პრეზენტაცია, რითაც შთაბეჭდილებას გაუზიარებენ სკოლის სხვა მოსწავლეებს, მიმოიხილავენ ძეგლების მოკლე ისტორიას, აღწერენ მათემატიკაში ნასწავლი თეორიული მასალიდან რომელი საკითხი და როგორ გამოიყენეს ექსკურსიის დაგეგმვიდან განხორციელებამდე. (მასალების შეჯამება, პრეზენტაციის მომზადება, პრეზენტაცია-7 დღე).
10. საგნებთან კავშირი: მათემატიკა, ისტორია, ხელოვნება, ისტ-ი.

11.პროექტის ხელმძღვანელი: ნათელა ოჩიგავა
12.ხელმძღვანელის
ელ-ფოსტა:
natelaochigava@gmail.com
13.პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი : https://natelaochigava.blogspot.com/p/blog-page.html
No comments:
Post a Comment